დელ და სტეფ კარები NBA-ის ისტორიაში მამა-შვილის დუეტებში მეორე ადგილზე გადავიდნენ
NBA-ში გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ, „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელს, სტეფ კარის მორიგი სტატისტიკური მიღწევა ჰქონდა.
კარიმ „ფინიქსის“ წინააღმდეგ (123:103) 29 წუთში 29 ქულა დააგროვა, რის შემდეგაც, თავის მამასთან, დელ კარისთან ერთად NBA-ში 27 226 ქულა დაუგროვდა. ამით მამა-შვილმა კარიმ შესაბამის რეიტინგში, დენი და დოლფ შეიესებს (27 218) გაუსწრო.
ახლა, დელი და სტეფი რეიტინგში მეორე ადგილზე არიან და კობი და ჯო ბრაიანტების დუეტს ჩამორჩებიან, რომლებსაც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 38 895 ქულა დაუგროვებიათ.
„განსაკუთრებული მომენტია, როცა იცი, რომ მამაჩემმა 16 წელი წელი ითამაშა და ესტაფეტა მე გადმომცა. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა დავეწიოთ კობისა და მის მამას”, – მოჰყავს უმცროსი კარის სიტყვები -ESPN-ს.