დავითაშვილმა ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონობა მეექვსედ მოიპოვა #1TVSPORT
დავითაშვილმა ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონობა მეექვსედ მოიპოვა #1TVSPORT

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვეტარანთა შორის (შეჯიბრების მესამე დღეს) საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა ალექსი დავითაშვილი, გიგლა ალიბეგაშვილი კი მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალს მეორედ დაეუფლა.

ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ ზურაბ დოღანაძე და გოჩა ბერიძე, ბრინჯაოს მედალი კი შალვა ბექაურმა მოიპოვა.