დავით სერგეენკო - გამოძიებას უნდა ვაცადოთ და 5 ივლისის საქმის გამოძიებაზე შეკითხვები თუ იქნება, პარლამენტში კომისიის შექმნა გარდაუვალია
დავით სერგეენკო - გამოძიებას უნდა ვაცადოთ და 5 ივლისის საქმის გამოძიებაზე შეკითხვები თუ იქნება, პარლამენტში კომისიის შექმნა გარდაუვალია

გამოძიებას უნდა ვაცადოთ და 5 ივლისის საქმის გამოძიებაზე შეკითხვები თუ იქნება, პარლამენტში კომისიის შექმნა გარდაუვალია, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო თემის კომენტირებისას.

„დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მარტივი პროცედურით ხდება, მაგრამ თუ სამართალდამცველების მიერ გამოძიებული შედეგები არგუმენტირებულად არ იქნება მისაღები, ასეთ შემთხვევაში, კომისია იქმნება.

ახლა მიმდინარეობს პროცესი. გუშინდელი მდგომარეობით, 27 ადამიანი იყო პატიმრობაში და 100-მდე ადამიანს წაყენებული ჰქონდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამ ძალადობაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს ადეკვატურად და აუცილებლად. თუ დავინახავთ, რომ გამოძიებაზე კითხვები იქნება, რა თქმა უნდა, გარდაუვალი იქნება კომისიის შექმნა, მაგრამ ახლა, თუნდაც მცირე ხანი, გამოძიებას უნდა ვაცადოთ“, – აცხადებს დავით სერგეენკო.