დავით ჯოჯუა და მერი არაბიძე სწრაფ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ #1TVSPORT
დავით ჯოჯუა და მერი არაბიძე სწრაფ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ #1TVSPORT

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში სამი დღის განმავლობაში სწრაფ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობდა.

ვაჟთა შორის 9-დან 6,5 ქულა დავით ჯოჯუამ და გაიოზ ნიგალიძემ მოაგროვეს, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონის ტიტული დავით ჯოჯუას გადაეცა.

ქალთა შორის მერი არაბიძემ ერთპიროვნულად იმარჯვა, მან ბოლო სამი პარტია ყაიმით დაასრულა და ჩემპიონობა იზეიმა.

დავით ჯოჯუა და მერი არაბიძე ასევე სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საგზურის მფლობელები გახდნენ.

სწრაფ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონებს ასევე ნანა იოსელიანის სახელობის თასები გადაეცათ.