დავით ბაქრაძე - პრეზიდენტთან შეხვედრაზე აუცილებლად მივალ, რადგან ჩემი ამოცანაა, ვიცოდე, რა დგას შერიგებასა და ეროვნულ თანხმობაზე მის განცხადების უკან
დავით ბაქრაძე - პრეზიდენტთან შეხვედრაზე აუცილებლად მივალ, რადგან ჩემი ამოცანაა, ვიცოდე, რა დგას შერიგებასა და ეროვნულ თანხმობაზე მის განცხადების უკან

პარლამენტის დეპუტატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე აუცილებლად მივა.

როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, ეროვნული თანხმობა არის უმნიშვნელოვანესია და დაპირისპირება ამ ქვეყანას ემუქრება უფსკრულში გადაჩეხვით.

„ხვალ აუცილებლად მივალ ამ შეხვედრაზე, რადგან ჩემი ამოცანაა, ვიცოდე, რა დგას პრეზიდენტის განცხადების უკან, როდესაც ის საუბრობს ქვეყანაში შერიგებასა და ეროვნულ თანხმობაზე. მაინტერესებს არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული გეგმა, თუ ეს არის უბრალოდ კეკლუცობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე. ჩემი განზრახვა და სურვილია, მივიდე იქ, რათა შანსი მივცეთ ამ პროცესს. მიმაჩნია, რომ ეროვნული თანხმობა არის უმნიშვნელოვანესია, მიმაჩნია, რომ დაპირისპირება ამ ქვეყანას ემუქრება უფსკრულში გადაჩეხვით, ამიტომ მივალ იქ. იმედი მაქვს, ეს იქნება პროცესის ნაწილი. ჩემი სურვილია, შანსი მივცეთ ამ პროცესს და მართლაც გადაიდგას ნაბიჯები. დაგროვდა ბევრი საკითხი, მათ შორის მთავარი თემა ოპოზიციისთვის არის ის, თუ როგორ მოიძებნოს გამოსავალი იმ ძალიან მწვავე და კრიზისული ვითარებიდან, რომელშიც შესული ვართ და ეს კრიზისული ვითარება მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გამწვავდეს. მაგალითად ხვალ დანიშნულია ბოლო სხდომა ე.წ. ხაზარიძე-ჯაფარიძე-წერეთელის საქმეზე და ამ საქმეზე ნეგატიური განაჩენი იქნება უდავოდ უზარმაზარი ნაბიჯი პოლიტიკური დევნისა და არასტაბილურობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ. ამიტომ აუცილებელია ოპოზიციას შორის კონსულტაციები, რა არის ჩვენი სტრატეგია, რას ვაკეთებთ და რა ნაბიჯებს ვდგამთ, რათა გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ დაპირისპირების, ქიშპის, ზიზღის უფსკრულიდან, რომელშიც ყველას ერთად შევყავართ პოლიტიკურად მოტივირებულ სამართალს და ზოგადად ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხვალ საახალწლო მიღებაზე მიიწვია. პრეზიდენტი მათ ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს.