ესპანური პრესის ცნობით, მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი, ესპანელი დავიდ ფერერი, გერმანელი ალექსანდრ ზვერევის ახალი მწვრთნელი გახდა.
იტყობინებიან, რომ ფერერი ორი კვირა იმუშავებს 23 წლის ზვერევის გუნდში, რის შემდეგაც მხარეები გადაწყვეტენ – ღირს თუ არა თანამშრომლობის გაგრძელება.
თუ გარიგება შედგება, ფერერი დარჩება ზვერევის მწვრთნელად ATP-ის სეზონის გრუნტის ნაწილში, რომელიც სექტემბერში ჩაივლის და მოიცავს „დიდი სლემის“ ტურნირს როლან გაროსს, ასევე „მასტერსებს“ მადრიდსა და რომში.
უფრო ადრე, ზვერევის გუნდში შედიოდნენ მწვრთნელები – ხუან კარლოს ფერერო და ივან ლენდლი.
ფერერს კარიერაში 27 ტურნირი აქვს მოგებული.
ალექსანდრ ზვერევი მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანია. მის ანგარიშზე 11 ტიტული მოდის.