აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე რამდენიმე საათის წინ დასრულდა UFC 257. ქარდზე თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბევრისთვის საყვარელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ბრუნდებოდა. ირლანდიელის მეტოქე დასტინ პორიე იყო. 2014 წლის დაპირისპირებისგან განსხვავებით აღნიშნული ბრძოლა განსხვავებული სცენარით წარიმართა.
პირველი რაუნდი შეიძლება ითქვას, რომ კონორის მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა. მეორე რაუნდის 2:32 წუთზე კი პორიემ მძიმე დარტყმები მიაყენა მაკგრეგორს და ბრძოლა ნოკაუტით დაასრულა.