ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ შეადგინა პენალტების საუკეთესო შემსრულებელთა რეიტინგი. სიას სათავეში უდგას მადრიდის „რეალის“ შემტევი ედენ აზარი. ბელგიელს კარიერაში 49 11-მეტრიანი აქვს გატანილი და მხოლოდ შვიდჯერ ვერ გამოიყენა შანსი (88 პროცენტი წარმატებული დარტყმა).
აღვნიშნავთ, რომ „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი მხოლოდ მეცხრე ადგილზეა.
პენალტების საუკეთესო შემსრულებლები:
1. ედენ აზარი (რეალი) – 49 გატანილი (7 გაფუჭებული; 88% გამოყენება)
2. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 15 (2; 88%)
3. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) – 121 (22; 85%)
4. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 37 (7; 84%)
5. ლუის სუარესი (ბარსელონა) – 40 (9; 82%)
6. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 13 (3; 81%)
7. ნეიმარი (პსჟ) – 51 (13; 80%)
8. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 46 (13; 78%)
9. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 89 (26; 77%)
10. ანტუან გრიზმანი (ბარსელონა) – 17 (8; 68%)