დასახელდა პენალტების საუკეთესო შემსრულებული - მესი მხოლოდ მეცხრეა
დასახელდა პენალტების საუკეთესო შემსრულებული - მესი მხოლოდ მეცხრეა

ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ შეადგინა პენალტების საუკეთესო შემსრულებელთა რეიტინგი. სიას სათავეში უდგას მადრიდის „რეალის“ შემტევი ედენ აზარი. ბელგიელს კარიერაში 49 11-მეტრიანი აქვს გატანილი და მხოლოდ შვიდჯერ ვერ გამოიყენა შანსი (88 პროცენტი წარმატებული დარტყმა).

აღვნიშნავთ, რომ „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი მხოლოდ მეცხრე ადგილზეა.

პენალტების საუკეთესო შემსრულებლები:

1. ედენ აზარი (რეალი) – 49 გატანილი (7 გაფუჭებული; 88% გამოყენება)

2. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 15 (2; 88%)

3. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) – 121 (22; 85%)

4. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 37 (7; 84%)

5. ლუის სუარესი (ბარსელონა) – 40 (9; 82%)

6. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 13 (3; 81%)

7. ნეიმარი (პსჟ) – 51 (13; 80%)

8. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 46 (13; 78%)

9. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 89 (26; 77%)

10. ანტუან გრიზმანი (ბარსელონა) – 17 (8; 68%)

დატოვე კომენტარი