დასახელდა აშშ-ის ღია პირველობაზე ჩოგბურთელთა ცხოვრების პირობები
დასახელდა აშშ-ის ღია პირველობაზე ჩოგბურთელთა ცხოვრების პირობები

ცნობილი გახდა ამერიკის ღია პირველობის დროს, ნიუ იორკში ჩოგბურთელთა ცხოვრების პირობები. ტურნირი 31 აგვისტოს დაიწყება.

ჩოგბურთელები ვალდებულნი იქნებიან წინასწარ შერჩეული ორი სასტუმროდან ერთ-ერთში გაჩერდნენ: Long Island Marriott-ში ან Garden City-ში. თითოეულ მონაწილეს შეეძლება მაქსიმუმ ორი ნომრის აღება – ერთის თანხას გადაიხდის ამერიკის შეერთებული შტატების ჩოგბურთის ასოციაცია, მეორეს – თავად ჩოგბურთელი. ყველა მონაწილე ვალდებულია ხელი მოაწეროს პრეტენზიებზე უარის თქმის დოკუმენტს.

ყველა სპორტსმენს ამერიკაში ჩასვლისთანავე კორონავირუსზე ტესტს ჩაუტარებენ. ჩოგბურთელები ტესტების პასუხების მიღებამდე, ნომრებში უნდა რჩებოდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ ექნებათ მათ აშშ-ის ღიას კორტებზე გასვლის საშუალება. მეორე ტესტირება ჩატარდება სასტუმროში დაბინავებიდან 48 საათის შემდეგ.

გარდა ამისა, ჩოგბურთელთა საერთო მდგომარეობასა და სხეულის ტემპერატურას ყოველდღიურად შეამოწმებენ. და კიდევ, მოთამაშეები ვალდებულნი იქნებიან – ატარონ ნიღბები და დაიცვან სოციალური დისტანცია ყველგან, მატჩებისა და ვარჯიშების გარდა.