დარჩი სახლში და ითამაშე ჭადრაკი - საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია ონლაინ გაკვეთილებს იწყებს
დარჩი სახლში და ითამაშე ჭადრაკი - საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია ონლაინ გაკვეთილებს იწყებს
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, საერთაშორისო დიდოსტატმა სალომე მელიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საგანგებო განცხადება გაავრცელა:
„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობდი, ჩემი პროფესიის და კომპეტენციის ფარგლებში რისი გაკეთება შემეძლო სახლის პირობებში.
მშობლებისთვის, ყველაზე რთული, ალბათ სახლში „გამოკეტილი“ ბავშვების გართობა და განვითარებაა. მოწოდების ფარგლებში #დარჩისახლში, #დავეხმაროთერთმანეთს – ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს, დღის 12:00 საათიდან, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის (რა თქმა უნდა უსასყიდლოდ) ვიწყებ ჭადრაკის ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას!
შემოგვიერთდით გვერდზე – Online Chess lessons/ჭადრაკის ონლაინ გაკვეთილები სალომე მელიასთან.
ონლაინ გაკვეთილებში ჩართულ ბავშვებს, თვითიზოლაციის პერიოდის დამთავრების შემდეგ, პირადად დავასაჩუქრებ ჭადრაკის კომპლექტით. (საჭიროების შემთხვევაში, თვითიზოლაციის დროსაც, ბავშვებს დავურიგებ ინვენტარს საცხოვრებელ მისამართზე)
შეგიძლიათ ,გაავრცელოთ პოსტი, მსურველთა დიდი რაოდენობის შემთხვევაში შევქვმნი ჯგუფებს, გამოვყოფ მეტ დროს და დავამატებ გაკვეთილებს“ – ნათქვამია სალომე მელიას განცხადებაში.