სლოვენიაში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა და მეორე ადგილზეა #1TVSPORT
სლოვენიაში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა და მეორე ადგილზეა #1TVSPORT

სლოვენიის კურორტ თერმე ჩატეჟში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა გუნდის წევრებმა სომხეთის გუნდის წარმომადგენლებს 2,5:1,5 სძლიეს და 8 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადავიდნენ.

ქართველთაგან პარტიები თანაც შავი ფიგურებით ნანა ძაგნიძემ და სალომე მელიამ მოიგეს. ძაგნიძემ პირველ დაფაზე ელინა დანიელიანი 42-ე სვლაზე დაამარცხა, ხოლო მელიამ 39-ე სვლაზე ანა სარგსიანს სძლია. მეოთხე დაფაზე სოფიო გვეტაძემ სიარნუშ გუკასიანსთან ქულა გაიყო, მერი არაბიძემ კი მეორე დაფაზე თეთრებით ლილიტ მკრტჩიანთან წააგო.

ქართველმა ვაჟებმა მეხუთე ტურის პარტია უკრაინის ნაკრების წარმომადგენლებთან 1,5:2,5 წააგეს.

ბაადურ ჯობავა – ანტონ კორობოვი 0,5:0,5.

ანდრეი ვოლოკიტინი- თორნიკე სანიკიძე 1:0.

ლუკა პაიჭაძე – იური კუზუბოვი 0,5:0,5.

კირილ შევჩენკო – ლევან ფანცულაია 0,5:0,5.