დანიური მედია პარუნაშვილის ტურის სიმბოლურში მოხვედრაზე - მან კლუბის წინსვლაში დიდი როლი ითამაშა
დანიური მედია პარუნაშვილის ტურის სიმბოლურში მოხვედრაზე - მან კლუბის წინსვლაში დიდი როლი ითამაშა

ლაშა პარუნაშვილი დანიის სუპერლიგის მე-18 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. 25 წლის ქართველი ნახევარმცველის გუნდმა საშინაო არენაზე „ნორდშელანდი“ 3:0 დაამარცხა და მეოთხე ადგილზე დაწინაურდა.

tipsbladet.dk-ის შეფასებით, პარუნაშვილი „ესბიერგში“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ტურის სიმბოლური ნაკრებში შეიყვანა. წერს დანიური გამოცემა ქართველის შესახებ.

“2017 წელს, „ესბიერგმა“ ექვსი მოთამაშე დაიმატა და ყველა მათგანმა ვერ გაამართლა. პარუნაშვილიც ამ სიაში იქნებოდა. მაგრამ მიმდინარე სეზონში ქართველმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ გუნდი მეოთხე ადგილზე დაწინაურდა და წარმატებით გამოდის. კვირას „ნორდშლენდთან“ მოგებულ მატჩშიც ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო“, – აღნიშნავს დანიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოდან მოყოლებული, „ესბიერგის“ გულშემატკივრებმა ქართველი ფეხბურთელი, ზედიზედ სამი თვის განმავლობაში, კლუბის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და საუკეთესო სეზონს ატარებს.