კვარაცხელია ევროპის ტოპ 5-ის კვირის სიმბოლურ გუნდშია - მანამდე WhoScored-მა მამარდაშვილი დაასახელა #1TVSPORT
კვარაცხელია ევროპის ტოპ 5-ის კვირის სიმბოლურ გუნდშია - მანამდე WhoScored-მა მამარდაშვილი დაასახელა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ხუთი საუკეთესო ლიგის (ესპანეთი, ინგლისი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი) 21-წლამდელ ფეხბურთელთა კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. რჩეული თერთმეტეული ფეხბურთის ანალიზისა და სტატისტიკის საერთაშორისო ვებპორტალმა WhoScored-მა დაასახელა.

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ლაციოსთან“ გასვლით მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა და ამას გარდა, ყველაზე მეტად გაამწვავა თამაში, რომაელთა კართან მუდმივ დაძაბულობას ქმნიდა და მისი თამაში WhoScored-მა 8,0 ქულით (10-ქულიან სისტემით) შეაფასა.

ფეხბურთის ანალიზისა და სტატისტიკის საერთაშორისო ინტერნეტ-პორტალმა ტურის სიმბოლური ნაკრები 4-3-3 სათამაშო სქემით შეადგინა, კვარაცხელია კი თავდასხმის მარცხენა ფლანგზე მოხვდა.

მეკარე – კრისტენსენი (ჰერტა)

დაცვა – გუსტო (ლიონი), ლუკება (ლიონი), აივუ (კრემონეზე), უდოჯი (უდინეზე)

ნახევარდაცვა – მუსა (ვალენსია), გომესი (ლილი), ნიკო (ვალენსია)

თავდასხმა – როდრიგო (რეალი), ლი (მალიორკა), კვარაცხელია (ნაპოლი)

ზედიზედ მეორე თვეა, ქართველი ევროპის 5 საუკეთესო ლიგის ახალგაზრდების სიმბოლურ ნაკრებში ხვდება. აგვისტოში WhoScored-მა რჩეულ თერთმეტეულში „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაასახელა.