დანიის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის საგანგებო სხდომაზე სასაზღვრო შეზღუდვებსა და სამგზავრო წესებზე იმსჯელებენ
დანიის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის საგანგებო სხდომაზე სასაზღვრო შეზღუდვებსა და სამგზავრო წესებზე იმსჯელებენ

დანიის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის საგანგებო სხდომაზე სასაზღვრო შეზღუდვებსა და სამგზავრო წესებზე იმსჯელებენ.

დანიის საგარეო უწყებაში საგანგებო შეხვედრა დღეს, ადგილობრივი დროით 13:00 საათზეა ჩანიშნული.

სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ დანიის საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრები.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს.

მათ შორის არის საქართველოც.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების მთავრობამ დაამტკიცა ევროკავშირის მიერ შემუშავებული ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც საზღვრებს გაუხსნის.