დანი ალვეშმა „სან-პაულოს“ რიგებში სადებიუტო მატჩში გაიტანა [ვიდეო]
დანი ალვეშმა „სან-პაულოს“ რიგებში სადებიუტო მატჩში გაიტანა [ვიდეო]

ბრაზილიური კლუბის „სან-პაულოს“ ახალწვეულმა დანი ალვეშმა თავის სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა.

მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანმა ფეხბურთელმა ბრაზილიის ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩში, რომელშიც მისი გუნდი „სეარას“ დაუპირისპირდა, მოედანზე 90 წუთი გაატარა. მეორმოცე წუთზე, მან მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.


ალვეშის მისალოცად მთელი გუნდი, მათ შორის სათადარიგოებიც კი გაიქცნენ. 36 წლის დანი ალვეში „პარი სენ-ჟერმენიდან“ „სან-პაულოში“ მიმდინარე ზაფხულში გადავიდა.