დანი ალვეშმა კონტრაქტს ხელი არ მოაწერა და კლუბის გარეშე დარჩა #1TVSPORT
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მცველმა, დანი ალვეშმა და „სან პაულომ“ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შედეგად, ფეხბურთელი კლუბის გარეშე დარჩა, – იუწყება O Globo.
ბრაზილიაში სატრანსფერო ფანჯარა დღეს, 24 ივნისს დაიხურება და დანი ალვეშს სამშობლოს ფარგლებს გარეთ მოუწევს ახალი გუნდის ძებნა.
ბოლო პერიოდში დანი ალვეშით „ფლუმინენსე“ იყო დაინტერესებული, მაგრამ წარმატებით ვერც ეს გარიგება დაგვირგვინდა.
როგორც პრესაში ხშირად აღნიშნავენ, დანიელ ალვეშ და სილვასთან მოლაპარაკებისას კლუბები მის ძალიან პრინციპულ ხასიათს აწყდებიან და ბრაზილიელისთვის ფინანსური საკითხები მეორეხარისხოვანია.