დანა ვაიტს ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლისთვის დაახლოებით ოთხი ლოკაციის ვარიანტი აქვს
დანა ვაიტს ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლისთვის დაახლოებით ოთხი ლოკაციის ვარიანტი აქვს

მსოფლიოში შექმნილი უმძიმესი ვითარების მიუხედავად აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტი დღემდე აცხადებს, რომ ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხაბიბ ნურნაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლა დათქმულ ვადაში, ანუ 19 აპრილს გაიმართოს.

მაიკ ტაისონთან ინტერვიუსას ვაიტმა აღნიშნა, რომ სირთულეეების მიუხედავად მას ღონისძიების გასამართად რამდენიმე ლოკაციის ვარიანტი აქვს.

„მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ტონისა და ხაბიბის ბრძოლა 18 აპრილს გაიმართოს. ყოველდღიურად ახალ ახალ პრობლემებს ვაწყდებით, ასე რომ მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება. კონკრეტულის არაფრის თქმა შემიძლია. თუმცა იმას გეტყვით, რომ 4 ან 5 დაახლოებითი ლოკაცია მაქვს ბრძოლის გასამართად. იმედია საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხაადა ვაიტმა