სამხრეთ კორეაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მაღალი შედეგი დაფიქსირდა. კაცებს შორის 100 მეტრზე ბრასით ცურვაში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა ბრიტანელმა ადამ პიტიმ.
24 წლის პიტიმ ნახევარფინალურ გაცურვაში ისტორიული შედეგი აჩვენა – ის გახდა პირველი მოცურავე, ვინც ამ დისტანციაზე 57 წამიდან გამოსვლა შეძლო. პიტის დრო იყო – 56.88 წამი. ბრიტანელმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 57.10 წამს უდრიდა.
პიტი 100 მეტრზე ბრასში რიოს ოლიმპიადის ჩემპიონია. მას ხუთჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი