ნოე ფანცხავა ცურვის მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეა #1TVSPORT
ნოე ფანცხავა ცურვის მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეა #1TVSPORT

Fina-ს მიერ გამოქვეყნებულ 18-წლამდე მოცურავეთა მსოფლიო რეიტინგში 50 მეტრზე გულაღმა ცურვაში საქართველოს რეკორდსმენი ნოე ფანცხავა მე-3 ადგილს იკავებს.

სპორტის ამ სახეობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი მოცურავე ასეთ მაღალ პოზიციაზეა.

Fina მსოფლიოს საწყლოსნო სპორტის საერთაშორისო ორგანიზაციაა. რეიტინგი გამოაქვეყნა ევროპულმა ორგანიზაცია LEN-მა, რომლის მიხედვით, ნოე ფანცხავა ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ მან ამასწინათ თურქეთის ქალაქ ედირნეში მიმდინარე თასის გათამაშებაზე 50 მეტრზე გულაღმა სტილით ცურვაში, იუნიორების კატეგორიაში – ოქროს, ხოლო აბსოლუტურში ვერცხლის მედალი მოიპოვა.