ცურვაში ოლიმპიურ ჩემპიონს კორონავირუსი აქვს
ცურვაში ოლიმპიურ ჩემპიონს კორონავირუსი აქვს

ცნობილმა იტალიელმა მოცურავემ ფედერიკა პელეგრინიმ კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა. ამის შესახებ 2008 წლის ოლიმპიადის ჩემპიონმა “ინსტაგრამში” დაწერა.

“ცუდი ამბები მაქვს. კორონავირუსზე ტესტი ჩავაბარე და ტესტი დადებითი აღმოჩნდა. სამწუხაროა, რადგან უნდა შევერთებოდი ჩემს გუნდს ბუდაპეშტში”, – დაწერა პელეგრინიმ.

ფედერიკა პელეგრინი – ცურვაში იტალიური გუნდის კაპიტანია. ის მეორე მოცურავეა, რომელსაც ამ გუნდში კორონავირუსი აღმოაჩნდა.