ცურვაში პლანეტის პირველობაზე მსოფლიოს პირველი რეკორდი დამყარდა
ცურვაში პლანეტის პირველობაზე მსოფლიოს პირველი რეკორდი დამყარდა

სამხრეთ კორეაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მაღალი შედეგი დაფიქსირდა. კაცებს შორის 100 მეტრზე ბრასით ცურვაში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა ბრიტანელმა ადამ პიტიმ.

24 წლის პიტიმ ნახევარფინალურ გაცურვაში ისტორიული შედეგი აჩვენა – ის გახდა პირველი მოცურავე, ვინც ამ დისტანციაზე 57 წამიდან გამოსვლა შეძლო. პიტის დრო იყო – 56.88 წამი. ბრიტანელმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 57.10 წამს უდრიდა.

პიტი 100 მეტრზე ბრასში რიოს ოლიმპიადის ჩემპიონია. მას ხუთჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი