საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დღეიდან მსოფლიო უნივერსიადაზე იასპარეზებს #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დღეიდან მსოფლიო უნივერსიადაზე იასპარეზებს #1TVSPORT

27 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩინეთში სტარტს აიღებს საერთაშორისო უნივერსიადა სპორტის სხვადასხვა სახეობაში. საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობებიდან მონაწილეობას წყალბურთის გუნდი, მოცურავეები და წყალში მხტომელები მიიღებენ.

საქართველოს წყალბურთელთა სტუდენტური გუნდი, რომელიც ეროვნული ნაკრების წევრებით არის დაკომპლექტებული, B ჯგუფში ითამაშებს (საქართველო, ჩინეთი, სლოვაკეთი, აშშ, სამხრეთ კორეა, სლოვაკეთი).

პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები თბილისის დროით 13:00 საათზე ჩინეთის სტუდენტურ გუნდთან გამართავს.