„რეალისა“ და „დორტმუნდის“ ფინალის შემდეგ გარკვეულია ჩემპიონთა ლიგის 2024-25 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის 29 მონაწილე.
„რეალმა“ 2:0 გაიმარჯვა, რისი წყალობითაც ჩემპიონთა ლიგის მომავალი გათამაშების ჯგუფურ სტადიაზე მოხვდა უკრაინის „შახტარი“.
ჩემპიონთა ლიგის 2024-25 წლების სეზონის ძირითადი რაუნდის 29 მონაწილე:
გერმანია – ლევერკუზენი, შტუტგარტი, ბაიერნი, ლაიპციგი, დორტმუნდი
იტალია – ატალანტა, ინტერი, მილანი, იუვენტუსი, ბოლონია
ესპანეთი – რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, ჟირონა
ინგლისი – მანჩესტერ სიტი, არსენალი, ლივერპული, ასტონ ვილა
საფრანგეთი – პარი სენ-ჟერმენი, მონაკო, ბრესტი
ნიდერლანდები – ეინდჰოვენი, ფეიენოორდი
პორტუგალია – სპორტინგი, ბენფიკა
ბელგია – ბრიუგე
შოტლანდია – სელტიკი
ავსტრია – შტურმი
უკრაინა – შახტარი
ჯგუფური სტადიის დანარჩენი შვიდი მონაწილე საკვალიფიკაციო ეტაპების შემდეგ გამოვლინდება.