დეივესონ ფიგუეირედომ UFC-ის ქვემსუბუქი (flyweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული დღეს პირველად დაიცვა. ბრაზილიელმა „ომის ღმერთმა“ ალექს პერეზი პირველივე რაუნდში ეფექტური მტკივნეული ილეთით დაამარცხა. ММА-ის ცნობილი მებრძოლები ბრაზილიელის გამარჯვებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ.