ცნობილი გახდა, ვინ იქნება გერმანიის ნაკრების პირველი მეკარე ევრო 2024-ზე #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა გამოაცხადა, ვინ იქნება მისი გუნდის პირველი მეკარე ევრო 2024-ზე.
„მე ვუთხარი ტერ შტეგენს, რომ ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო მეორე მეკარე გვყავს და ძალიან მიხარია ამის გამო. ძირითადი მეკარე მანუელ ნოიერი იქნება“, – განაცხადა ევრო 2024-ის მასპინძელი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში „ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მანუელ ნოიერის დუბლიორი იყო, მაგრამ „ბაეირნის“ კარის დარაჯის ტრავმის გამო ტერ-შტეგენი ძირითადი მეკარე გახლდათ გერმანიის ნაკრების წინა მწვრთნელის, ჰანს-დიტერ ფლიკის მუშაობის დროს.