ცნობილი გახდა ავარიის მიზეზი, რის გამოც ხოსე ანტონიო რეიესი დაიღუპა
ცნობილი გახდა ავარიის მიზეზი, რის გამოც ხოსე ანტონიო რეიესი დაიღუპა

ესპანეთის პოლიციის გამოძიების შედეგად დადგინდა ავარიის მიზეზი, თუ რის გამო დაიღუპა ცნობილი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი, – იტყობინება გამოცემა „მირორი“.

დადგინდა, რომ, როდესაც თავდამსხმელი საკუთარი მერსედესით 187 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა,ზუსტად იმ დროს, უკანა მარცხენა საბურავი გასკდა და მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა .რეიესთან ერთად ავტომობილში მისი ორი ბიძაშვილი იმყოფებოდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა, მეორემ კი მრავლობითი მოტეხილობები მიიღო.

ავარიამდე რამდენიმე დღით ადრე, ავტოფარეხში რეიესის ბიძაშვილმა ზუსტად ისბორბალი გამოცვალა. უბედური შემთხვევა 2019 წლის პირველ ივნისს მოხდა, ესპანელი ფეხბურთელი კი 35 წლის იყო.