ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულს წარდგენილი ბრალის თანახმად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ი.ნ.-ს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინეს (სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ. ქვეპუნქტი). ამის შესახებ პირველ არხს მისმა ადვოკატმა მაია გრიგოლაშვილმა განუცხადა.
გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ცოტა ხნის წინ წარუდგინეს. წარდგენილი ბრალის თანახმად, ი.ნ.-ს თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
„დანარჩენ დეტალებზე მისი ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გესაუბრებით. ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. საქმის მასალებზე ვერ ვისაუბრებ“, – აცხადებს ადვოკატი.
გორში ცხრა წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ი.ნ. წარსულში ნასამართლევია.