ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა
ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ი.ნ.-ს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის პირველმა მოადგილე კახა საბანაძემ განუცხადა.

დაკავებულისთვის წარდგენილ ბრალს – სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ. ქვეპუნქტს დაემატა სსკ-ის 141-ე მუხლი.

„არის ყველანაირი მტკიცებულება იმისთვის, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი და დამნაშავე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით“, – განაცხადა საბანაძემ.

გორში ცხრა წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ი.ნ. წარსულში ნასამართლევია.