ცინცინატის „მასტერსის“ ფინალში ციციპასი და ჩორიჩი ითამაშებენ #1TVSPORT
ცინცინატის „მასტერსის“ ფინალში ციციპასი და ჩორიჩი ითამაშებენ #1TVSPORT

ცინცინატის „მასტერსზე“ დასრულდა ნახევარფინალური ეტაპი და დაკომპლექტდა ფინალური წყვილი.

 

ფაქტები

* სტეფანოს ციციპასმა პირველ სეტში სეტბოლი მოიგერია.

* ციციპასი ბადესთან 36-ჯერ გავიდა და 27 ქულა აიღო.

* ციციპასმა ზედიზედ მესამედ ითამაშა ცინცინატის „მასტერსის“ ნახევარფინალში და პირველად გავიდა ფინალში.

* ციციპასი მეორედ გავიდა „მასტერსის“ სერიის ტურნირის ფინალში. პირველად 2018 წელს ტორონტოში.

* ციციპასი ტურის ლიდერია სეზონში მოგებების (46) და „მასტერსებზე“ მოგებების (19) რაოდენობით.

* ბორნა ჩორიჩი პირველ სეტში 1:3 ჩამორჩა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო.

* ჩორიჩმა ტურნირზე მხოლოდ ერთი სეტი წააგო – მეორე წრეში რაფაელ ნადალის წინააღმდეგ.

* ფინალში გასვლით ჩორიჩი რეიტინგში 104 ადგილს მოიგებს და 48-ე პოზიციაზე გადაინაცვლებს. ფინალის მოგების შემთხვევაში, ხორვატი 29-ე ნომერი გახდება.

 

1/2 ფინალი

სტეფანოს ციციპასი (საბ, 4)-დანიილ მედვედევი (რუს, 1) 7:6(6) 3:6 6:3

ბორნა ჩორიჩი (ხორ)-კემერონ ნორი (ბრიტ, (9) 6:3 6:4