ცინცაძისა და ბერიშვილის გუნდმა ყატარის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო
ცინცაძისა და ბერიშვილის გუნდმა ყატარის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო
გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის „ალ შამალმა” ყატარის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო. ქართველების გუნდმა ამჯერად სტუმრად „ყატარ სპორტს” 82-88 სძლია და ლიდერობა შეინარჩუნა.
გიორგი ცინცაძემ მოედანზე 38:57 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 21 ქულა, 6 მოხსნა, 8 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო.
სარგებლიანობის ინდექსის (25) მიხედვით, ცინცაძე მხოლოდ ამერიკელ აარონ მიტჩელს ჩამორჩა, რომელმაც 25 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.
რაც შეეხება მიხეილ ბერიშვილს, ქართველმა მსუბუქმა ფორვარდმა შეუცვლელად, ანუ 40 წუთი ითამაშა და 15 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი ჩაიწერა პირად აქტივში.
ბერიშვილმა 5-დან 3 ორქულიანი, 8-დან 1 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო გამოიყენა.
„ალ შამალს” 11 მოგება და 3 მარცხი აქვს. მომდევნო შეხვედრას კი 26 იანვარს, სტუმრად, „ალ რაიანთან” ჩაატარებს.