ცინცაძე კარიერას აფრიკაში გააგრძელებს - ქართველმა „მონასტირთან“ კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ცინცაძე კარიერას აფრიკაში გააგრძელებს - ქართველმა „მონასტირთან“ კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გამთამაშებელი, გიორგი ცინცაძე კარიერას ტუნისურ გუნდში, „მონასტირში“ გააგრძელებს, – ამის შესახებ კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.

„საქართველოს ნაკრების მოთამაშემ, გიორგი ცინცაძემ აფრიკის ჩემპიონთან, „მონასტირთან“ კონტრაქტი გააფორმა. ქართველი მცველის პოზიციაზე თამაშობს და აქამდე არაერთ გუნდში უთამაშია“, – წერია „ინსტაგრამის“ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ აფრიკულ გუნდში, რომელიც წინა სეზონში აფრიკის ჩემპიონთა თასის გამარჯვებული გახდა, მაიკლ დიქსონიც ირიცხება. გასულ სეზონზე „მონასტირმა“ ფინალში ანგოლის წარმომადგენელს „პეტრო ატლეტიკოს“ სძლია, სადაც თავისი გუნდის მხრიდან 21 ქულითა და 6 პასით საუკეთესო სწორედ საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი იყო.

36 წლის გიორგი ცინცაძეს საკმაოდ გრძელი კარიერა აქვს. მას ყველა ქართველ კალათბურთელზე მეტ ქვეყანაში აქვს ნათამაშები. გასულ სეზონზე ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში ირიცხებოდა, „მონასტირი“ კი მის კარიერაში 26-ე კლუბი იქნება.