გიორგი ცინცაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში ითამაშებს #1TVSPORT
გიორგი ცინცაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი წევრი, ჩატარებული თამაშების მხრივ რეკორდსმენი გიორგი ცინცაძე კარიერას სუპერლიგის გუნდ თსუ-ში გააგრძელებს. 35 წლის კალათბურთელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 2021-2022 წლების სეზონში მის ღირსებას დაიცავს.

გიორგი ცინცაძეს საკმაოდ გრძელი კარიერა აქვს. მას ყველა ქართველ კალათბურთელზე მეტ ქვეყანაში აქვს ნათამაშები. ცინცაძეს საფრანგეთში, უკრაინაში, ესტონეთში, რუსეთში, პოლონეთში, საბერძნეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, საქართველოში, ლიბანში, ყატარსა და საუდის არაბეთში უთამაშია.

გიორგი ცინცაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ აქტიურად ემზადება და იგი იქნება ეროვნული გუნდის შეკრებაზე, რომელიც მიმდინარე ზაფხულშია დაგეგმილი.

GBF.GE