ციმბირელმა ბავშვებმა წამოიწყეს ფლეშმობი სახელწოდებით „პუტინი ქურდია“
20:21, 14.11.2018
„პუტინი ქურდია“ ამ სახელწოდებით ფლეშმობი ბურიატელმა მოსწავლეებმა წამოიწყეს. ბავშვებმა ეს სიტყვები სკოლის დაფაზე დაწერეს და ფოტო ინტერნეტით გაავრცელეს.
ამჟამად ფოტოს სოციალურ ქსელში 2 ათასზე მეტი მოწონება აქვს.
ციმბირელ მოწაფეებს შეუერთდნენ კრასნოიარსკის, კრასნოდარისა და ნიჟნი ნოვგოროდის სკოლის მოსწავლეებიც.
სკოლის მოსწავლეების აქცია რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მასაწავლებლის მხრიდან მუქარას მოჰყვა. კრასნოიარსკის სკოლის ბუნების მასწავლებელმა განაცხადა, რომ თუ მსგავს წარწერას კიდევ ნახავდა პოლიციას ან პუტინის პირად მცველებს გამოიძახებდა.
მისივე თქმით, მსგავსი საქციელის გამო, საბჭოთა კავშირის დროს ადამიანს ხვრეტდნენ.
პედაგოგის მუქარის ვიდეო ინტერნეტშია განთავსებული. განათლების სამინისტრომ ჩანაწერი შეისწავლა და პედაგოგის დასჯაზე უარი განაცხადა.