ციციპასმა რუსი მედვედევი დაამარცხა და წლის შემაჯამებელი ტურნირი მოგებით დაიწყო
ციციპასმა რუსი მედვედევი დაამარცხა და წლის შემაჯამებელი ტურნირი მოგებით დაიწყო

ლონდონში, წლის შემაჯამებელ ტურნირზე A ჯგუფში პირველი ტურის პირველი მატჩი გაიმართა. 2019 წლის სეზონის ერთ-ერთი სენსაცია, რუსი დანიილ მედვედევი ბერძენ სტეფანოს ციციპასს ხვდებოდა.

საათი და 43 წუთი ბრძოლის შემდეგ, ციციპასმა ორ სეტში მოიგო – 7:6(5), 6:4.

პირველი პარტია უბრეიკო იყო. ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ციციპასს მეორე გეიმში ჰქონდა და ბერძენმა შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, სტეფანოსი მუდმივად წინ იყო ტაი-ბრეიკზე და მედვედევმა მისი დაწევა ვერ შეძლო.

მეორე სეტშიც რუსი ბრეიკ-პოინტამდე ვერ მივიდა, ციციპასმა კი მეშვიდე გეიმში კიდევ ორი შანსი გაანიავა, სამაგიეროდ მეცხრე გეიმში მაინც აიღო მეტოქის მოწოდება და შემდეგ სეტზე ჩააწოდა.

A ჯგუფის მეორე მატჩში ესპანელი რაფაელ ნადალი და გერმანელი ალექსანდრ ზვერევი ერთმანეთს გვიან ღამით შეხვდებიან.