ბერძენმა ჩოგბურთელმა სტეფანოს ციციპასმა ნიდერლანდების ქალაქ როტერდამის ტურნირი ნაადრევად დატოვა. მეორე ნომრად განთესილმა ჩოგბურთელმა სენსაციურად ორ სეტში წააგო მსოფლიოს 52-ე ჩოგანთან, სლოვენიელ ალიაჟ ბედენესთან.
შეხვედრა საათი და 32 წუთი გაგრძელდა და ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის ჩემპიონი – 5:7, 4:6 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ციციპასს ხუთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ვერც ერთი ვერ გამოიყენა, ბედენემ კი ორი ასეთი შანსი მიიღო და ორივეჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.
აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო პირველი სენსაცია როტერდამის ტურნირზე. ერთი დღით ადრე, ბრძოლას გამოეთიშა პირველ ნომრად განთესილი რუსი დანიილ მედვედევი. მას საათსა და რვა წუთში მოუგო კლასიფიკაციის 104-ე ნომერმა, კანადელმა ვასეკ პოსპიშილმა – 6:4, 6:3.