როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის სამი ახალგაზრდა ფავორიტი დაასახელა
როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის სამი ახალგაზრდა ფავორიტი დაასახელა

„დიდი სლემის“ 20-გზის ჩემპიონმა, ლეგენდარულმა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა დაასახელა ის ახალგაზრდა ჩოგბურთელები, რომლებიც მოახლოებულ ავსტრალიის ღია პირველობაზე აღიარებული ვეტერანებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

„სტეფანოს ციციპასმა მიაღწია დიდ წარმატებას, როცა მოიგო ATP-ის შემაჯამებელი ტურნირი. ეს დიდი ნაბიჯია წინ მას შემდეგ, რაც შარშან მელბურნში დამამარცხა. მან შესანიშნავად ითამაშა. ასევე ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი დანილ მედვედევმა. და საინტერესოდ მიმაჩნია დენის შაპოვალოვი”, – განაცხადა ფედერერმა სააგენტო AFP-სთან კომენტარში.

ავსტრალიის ღია პირველობა 20 იანვარს დაიწყება.