ბერძენი სტეფანოს ციციპასი საფრანგეთის ქალაქ მარსელში ATP250-ის კატეგორიის ტურნირის ტრიუმფატორი გახდა. მსოფლიოს მე-12 ჩოგანმა ფინალში კლასიფიკაციის 50-ე ნომერი მიხაილ კუკუშკინი დაამარცხა – 7:5, 7:6(5).
შეხვედრა ორი საათი და ერთი წუთი გრძელდებოდა. ციციპასმა 14 ეისი ჩააწოდა და ხუთიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. კუკუშკინმა ერთი ბრეიკი შეასრულა, რომლის წყალობითაც მეორე სეტში დაწინაურებული იყო და სეტზე აწვდიდა, მაგრამ ციციპასმა გაათანაბრა ანგარიში და შემდეგ ტაი-ბრეიკი მოიგო.
ეს არის ბერძენის მეორე ტიტული კარიერაში, რამაც მას 115 235 ევრო მოუტანა. მანამდე ციციპასმა სტოკჰოლმის ტურნირი მოიგო 2018 წელს. ამ მოგებით, 20 წლის ჩოგბურთელი კლასიფიკაციაში მე-11 ჩოგანი გახდება.