ცინცინატის „მასტერსზე“ ყველა ნახევარფინალისტი გარკვეულია #1TVSPORT
ცინცინატის „მასტერსზე“ ყველა ნახევარფინალისტი გარკვეულია #1TVSPORT

ცინცინატის „მასტერსზე“ დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი და სრულად დაკომპლექტდა ნახევარფინალური წყვილები.

 

ფაქტები

* კემერონ ნორიმ მეორე სეტი 4:1 ლიდერობის შემდეგ დათმო, მესამე სეტში კი 1:3 ჩამორჩენის შემდეგ გაიმარჯვა.

* სტეფანოს ციციპასმა სეზონში 45-ე მატჩი მოიგო და ლიდერობს მამაკაცთა ტურში.

* მსოფლიოს 152-ე ჩოგანი ბორნა ჩორიჩი ყველაზე დაბალრეიტინგიანი ნახევარფინალისტია ცინცინატის „მასტერსის“ ისტორიაში.

* ჩორიჩმა პირველ მოწოდებაზე 32-დან 31 გათამაშება მოიგო და მეტოქისთვის ერთი ბრეიკპოინტის შანსი არ მიუცია. ხორვატის გეომებში 40:40-მდეც არ მისულა საქმე.

* დანიილ მედვედევმა პირველ პარტიაში სამი სეტბოლი მოიგერია.

 

1/4 ფინალი

დანიილ მედვედევი (რუს, 1)-ტეილორ ფრიტცი (აშშ, 11) 7:6(1) 6:3

სტეფანოს ციციპასი (საბ, 4)-ჯონ ისნერი (აშშ) 7:6(5) 5:7 6:3

კემერონ ნორი (ბრიტ, (9)-კარლოს ალკარასი (ესპ, 3) 7;6(4) 6:7(4) 6:4

ბორნა ჩორიჩი (ხორ)-ფელიქს ოჟე-ალიასიმი (კან, 7) 6:4 6:4

 

1/2 ფინალში ხვდებიან

დანიილ მედვედევი (რუს, 1)-სტეფანოს ციციპასი (საბ, 4)

კემერონ ნორი (ბრიტ, (9)-ბორნა ჩორიჩი (ხორ)