ჩრდილოეთ კორეამ მოკლე რადიუსზე მოქმედი კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით მოკლე რადიუსზე მოქმედი კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც რეგიონში აშშ-ის ავიამზიდი ხომალდი დაბრუნდა.
როგორც მედია წერს, ეს ბოლო 12 დღეში უკვე მეექვსე რაკეტაა.
ფხენიანის მიერ რაკეტების ინტენსიური გამოცდის ფონზე, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა და აშშ-სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები გაიმართა, თუმცა დღეს ფხენიანმა გამოცდა კვლავ განახორციელა და კუნძულის სიახლოვეს ამერიკული სამხედრო ხომალდის გადაადგილება დაგმო.