ჩრდილოეთ კორეამ მოკლე რადიუსზე მოქმედი კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ მოკლე რადიუსზე მოქმედი კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით მოკლე რადიუსზე მოქმედი კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც რეგიონში აშშ-ის ავიამზიდი ხომალდი დაბრუნდა.

როგორც მედია წერს, ეს ბოლო 12 დღეში უკვე მეექვსე რაკეტაა.

ფხენიანის მიერ რაკეტების ინტენსიური გამოცდის ფონზე, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა და აშშ-სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები გაიმართა, თუმცა დღეს ფხენიანმა გამოცდა კვლავ განახორციელა და კუნძულის სიახლოვეს ამერიკული სამხედრო ხომალდის გადაადგილება დაგმო.