ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში ITF-ის ტურნირი მოიგო.
შარმ ელ შეიხის ტურნირის ფინალურ შეხვედრაში მარიამმა ელენა პრიდანკინა ორ სეტში, 6:0, 6:3 დაამარცხა. ბოლქვაძის მეტოქე მსოფლიოს ქალ ჩოგბურთელთა რეიტინგში 343-ე ადგილზეა.
ქართველი ჩოგბურთელი ამ მომენტისთვის კლასიფიკაციაში 452-ე ადგილზეა. ჩემპიონის ტიტულისკენ მიმავალ გზაზე ბოლქვაძემ ერთი იტალიელი და ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა.