ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ცხრა იმპორტირებულია
ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ცხრა იმპორტირებულია

ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვისა და ჰიგიენის კომიტეტი ავრცელებს. ეს 17 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

16 ახალი შემთხვევიდან ცხრა უცხო ქვეყნებიდან დაბრუნებულ მოქალაქეებზე მოდის.

კორონავირუსით ჩინეთში ბოლო 24 საათში არავინ გარდაცვლილა.

ამასთან, ჩინეთი ცალკე აღრიცხავს ე.წ. ასიმპტომურ პაციენტებს, რომელთაც ვირუსის ნიშნები არ აქვთ. ბოლო 24 საათში ჩინეთში 44 ასეთი შემთხვევა დადასტურდა.

საერთო ჯამში ჩინეთში „კოვიდ-19“-ის 82 735 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 4 632 ადამიანი.