ჩინეთში აცხადებენ, რომ პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დიპლომატიური ბოიკოტის საპასუხოდ, აშშ-ის წინააღმდეგ კონტრზომებს მიიღებენ
ჩინეთში აცხადებენ, რომ პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დიპლომატიური ბოიკოტის საპასუხოდ, აშშ-ის წინააღმდეგ კონტრზომებს მიიღებენ

ჩინეთში აცხადებენ, რომ პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დაწესებული დიპლომატიური ბოიკოტის საპასუხოდ, აშშ-ის წინააღმდეგ კონტრზომებს მიიღებენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა დაგმო აშშ-ის მიერ პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დაწესებული დიპლომატიური ბოიკოტი და განაცხადა, რომ ჩინეთი გადამწყვეტი კონტრზომების მიღებას გაგმავს. საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია რა სახის ზომები იქნება მიღებული.

ჩჟაო ლიცზიანმა აშშ სპორტში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ბოიკოტის წამოყენება სიცრუესა და ჭორებზე იყო დაფუძნებული.

აშშ-მა პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშების წინააღმდეგ დიპლომატიური ბოიკოტის გამოცხადების გადაწყვეტილება დღეს მიიღო. ამერიკელი სპორტსმენები ოლიმპიადაზე საასპარეზოდ წასვლას შეძლებენ, თუმცა ოფიციალური დელეგაციის გარეშე. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთის ხელისუფლებას მასობრივი დაკავების ბანაკების შექმნაში და უიღურებისა და სხვა მუსლიმი უმცირესობების წარმომადგენლების იძულებითი სტერილიზაციის კამპანიის წარმოებაში სდებს ბრალს.

დატოვე კომენტარი