ჩინეთის მასტერსზე ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - ძიუდო
ჩინეთის მასტერსზე ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - ძიუდო

ჩინეთის მასტერსის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60), ასევე ბაგრატ ნინიაშვილმა (66კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) იასპარეზეს.

ოთხი ქართველი სპორტსმენიდან მედლის მოპოვება მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილმა შეძლო. მან მესამე ადგლისთვის ბრძოლაში სლოვენიელი მეტოქე 39 წამში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

ხვალ ტურნირზე ჩვენი ქვეყნის სახელით 81კგ-ში ტატო გრიგალაშვილი გამოვა.