ჩიკაგოში ლიფტი 95-ე სართულიდან მოწყდა. ექვსი მოქალაქე ინციდენტის დროს უვნებელი გადარჩა. როგორც CBS-ი იუწყება, ინციდენტი ჩიკაგოში მდებარე ცათამბჯენ „ჰენკოკ-ცენტრში“ მოხდა.
კაბინაში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის ორი მექსიკელი ტურისტი, ორსული ქალი და სამი სტუდენტი.
ლიფტი 95-ე სართულზე მოწყდა. ავარიულმა სისტემამ მისი შეჩერება მე-11 სართულზე შეძლო.
მაშველებმა ბლოკირებული ადამიანების გამოყვანა 3 საათში შეძლეს. ამისთვის კედლის გამონგრევა გახდა საჭირო.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ლიფტის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური დაზიანება გახდა. კერძოდ, ლიფტის ბაგირი მოულოდნელად გაწყდა.