ჩიკაგოს სიახლოვეს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე, სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
ჩიკაგოს სიახლოვეს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე, სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ჩიკაგოს სიახლოვეს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სროლის ხმა ღონისძიების დაწყებიდან ათ წუთში გაისმა.

თვითმხილველების ცნობით, მათ 20-25 გასროლის ხმა გაიგეს.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ინციდენტი ჯერ არ ამოწურულა. ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს უსაფრთხო ადგილს შეაფარონ თავი.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების მანქანები.