ჭიდაობა | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
დღეს, 17 მაისს, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა 23-წლამდელთა შორის. პირველები ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 57-65-70-79-97 კგ კატეგორიის ფალავნები გავლენ საასპარეზოდ.
საქართველოს სახელით რამაზ თურმანიძე (57 კგ), გიორგი ჭოლაძე (65 კგ), გიორგი ელბაქიძე (70 კგ), გოგა მამიაური (79 კგ) და ლუკა ხუჭუა (97 კგ) იჭიდავებენ.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:30 საათზე დაიწყო, ნახევარფინალები 20:00 საათზე გაიმართება.