ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თსუ „ბენფიკას“ დაუპირისპირდება #1TVSPORT
შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა FIBA-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა.
შეჯიბრებაში მონაწილეობის განაცხადი საქართველოს ჩემპიონს, თსუ-ს ჰქონდა შეტანილი. წილისყრამ მას მეტოქედ პორტუგლიის „ბენფიკა“ არგუნა. ლისაბონელებს პორტუგალიის ჩემპიონატი 29-ჯერ აქვთ მოგებული, ქვეყნის თასი – 23-ჯერ.
თსუ-სა და „ბენფიკას“ შეხვედრა თურქეთის ქალაქ ანტალიაში სექტემბრის ბოლოს გაიმართება. ზუსტი თარიღი 14 ივლისამდე გამოცხადდება.