ფიბა-ევროპის თასზე თსუ „ვარეზესთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ფიბა-ევროპის თასზე თსუ „ვარეზესთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ფიბა-ევროპის თასზე საქართველოს ჩემპიონმა, თსუ-მ მესამე მატჩი იტალიაში „ვარეზეს“ წინააღმდეგ ჩაატარა და 83:109 დამარცხდა.

იტალიელებმა მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველ ორ მეოთხედში გადაწყვიტეს, რომელიც 38-ქულიანი უპირატესობით, 71:33 მოიგეს. თსუ-მ მესამე მეოთხედში გაიბრძოლა, რომელიც 31:17 მოიგო, მაგრამ ეს თამაშის შემოსაბრუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ქართველთაგან 10-ქულიანი ზღვარი ოთხმა კალათბურთელმა გადალახა – კახა ჯინჭარაძემ (19 ქულა), ნიკოლა ვუიოვიჩმა (17), გიორგი ცინცაძემ (14) და გიორგი ტურძილაძემ (14).

სამი ტურის შემდეგ თსუ-ს ერთი მოგება და ორი წაგება აქვს. მომდევნო მატჩს ლექსო ლაფანაშვილის გუნდი 8 ნოემბერს თბილისში, გერმანული „გიოტინგენის“ წინააღმდეგ გამართავს, რომელთანაც პირველ ტურში, გერმანიაში ხუთი ქულით, 81:86 დამარცხდა. შეხვედრა „თბილისი არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.